სიახლეები
სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ყველა პროგრამის სტუდენტებისთვის
სამუშაო ჯგუფი - დოკუმენტური ფილმები
აღწერა: სამუშაო ჯგუფის ფარგლებში სტუდენტები დაიყოფიან გუნდებად და იმუშავებენ დოკუმენტური ფილმების შექმნაზე, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში სტუდენტები დაეუფლებიან სცენარზე მუშაობას, ფილმის რესპოდენტების/გმირების მოძიებასა და მათთან მუშაობას, გადაღებას, დამონტაჟებას, მუსიკალურად გაფორმებას და ფილმის საბოლოო ჩვენებისთვის მომზადებას. საუკეთესო დოკუმენტური ფილმები განთავსდება www.media.ug.edu.ge ვებ გვერდზე, ასევე, საუკეთესო დოკუმენტური ფილმები გაიგზავნება სტუდენტურ საერთაშორისო/ადგილობრივ ფესტივალებზე.