სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტში გაიხსნა ეთნიკურობისა და მულტიკულტურალიზმის შესწავლის რესურს ცენტრი და ბიბლიოთეკა. რესურს ცენტრის მიზანია როგორც სტუდენტების, ასევე გამოცდილ მკვლევართა აკადემიური მხარდაჭერა და კვლევების წახალისება ეთნო-პოლიტიკის და ერის მშენებლობის პრობლემატიკის მიმართულებით. ბიბლიოთეკაში დაცული მასალა მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო რესურსი იქნება აგრეთვე პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებთათვის, უფლებადამცველებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთათვის და სხვა დაინტერესებული პირებისათვის