სიახლეები
ფსიქოლოგიური მომსახურებისა და ანალიტიკური ცენტრ „კონტაქტის“ ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი „ეფექტური პრეზენტაციის ტექნიკები“.
ტრენინგის მიზანი:
სპეციალური უნარ-ჩვევებით აღჭურვილი, ეფექტური პრეზენტატორების ჩამოყალიბებაში ხელშეწყობა.
ტრენინგის შედეგი:
მონაწილეები გაეცნენ პრეზენტაციის მომზადებისა და ჩატარების, გაყიდვების ახალ ტექნიკებს, აუდიტორიის დარწმუნებისა და დაინტერესების სტრატეგიებს, გააცნობიერეს ეფექტური პრეზენტაციისთვის საკუთარ ძლიერი და სუსტი მხარეები.
ტრენინგს გაუძღვა თათია ტურაშვილი-
ფსიქოლოგიის დოქტორი, მენეჯმენტ კონსულტანტი, პოზიტიური ფსიქოლოგიის, შრომისა და ინდუსტრიული ფსიქოლოგიის და ადამიანური რესურსების მართვის ლექტორი, საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.