2 მაისს საჯარო ლექცია თემაზე: „როგორ მოვყვეთ ამბავი ფოტოებით?!“
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ფოტოჟურნალისტიკის პროფესია და ამბის თხრობის ტექნიკა ფოტოებით, ამ პროფესიის დანიშნულება, საჭიროება და მნიშვნელობა.
მასტერკლასს გაუძღვა გურამ წიბახაშვილი-ფოტოგრაფი.
გურამ წიბახაშვილი 1991 წლიდან კითხულობს ლექციებს ფოტოგრაფიაში; თანამშრომლობს პრესასთან;1985 წლიდან არის "ვიზუალური ბანკის" შექმნის თანაავტორი და თანამშრომელი; 60-მდე გამოფენის მონაწილე, მათ შორის 20-მდე პერსონალურის. გამოქვეყნებული აქვს სტატიები ფოტოგრაფიაზე და თანამედროვე ხელოვნებაზე.