სიახლეები
ქართული ანდაზების ფსიქოლოგიური ანალიზის (კვლევა) ჯგუფი
ჯგუფის ხელმძღვანელები: ელიზავეტა სოლოღაშვილი, ნანა ბურდული
ჯგუფის მიზანია ქართული ანდაზების სოციალურ-ფსიქოლოგიურ ასპექტების შესწავლა და ანალიზი.
ანდაზა ზოგადად გამოხატავს იმ გამოცდლებას და სიბრძნეს, რომელიც ხალხშია დაგროვილი და შემდეგ ანდაზის სახით ფორმულირებული. მრავალი სოციალურ-ფსიქოლოგიური კანონზომიერება, რომელიც კვლევით არის შესწავლილი და გარკვეული მეცნიერული დასკვნებია გაკეთებული, ხშირად შეესაბამება უკვე არსებულ ანდაზას.
აღწერა: მოცემული ჯგუფის ამოცანებია ანდაზების შეგროვება და შესწავლა (თვისებრივი ანალიზი) და მის შეპირისპირება მეცნიერულ ფსიქოლოგიურ კანონზომიერებებთან.
შედეგი: ამგვარი კვლევა კიდევ ერთი შესაძლებლობაა სტუდენტს გამოუმუშაოს კვლევის უნარი და ამავე დროს სოციალურ-ფსიქოლოგიური კანონზომიერებები დაინახოს ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების ჭრილში.