სიახლეები
საჯარო ლექცია: როგორ გავიაროთ წარმატებით გასაუბრება
სპიკერი: გიორგი კალატოზიშვილი
PR კონსულტანტი, ბიზნეს ქოუჩი
(მასტერ-კლასი სამსახურის მაძიებლებისთვის)
რამდენჯერ გაგივლიათ გასაუბრება?
და მათგან რამდენი გაიარეთ წარმატებით?
რამდენჯერ გეგონათ, რომ შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა და შტატში თქვენ აგიყვანდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში თამაშგარე
სიტუაციაში აღმოჩნდით? რატომ ხდება ისე, რომ ჩვენი გამოცდილების და კომპეტენციის მიუხედავად სამსახურში სხვა აყავთ?
რა ფაქტორები ახდენენ გავლენას დამსაქმებლის გადაწყვეტილებაზე და როგორ შეიძლება გავზარდოთ ჩვენი როლი ამ პროცესში?
ამ საკითხებზე ვილაპარაკებთ ახალგაზრდებთან, რომლებიც დღეს და ახლა - კორონავირუსის პანდემის გამო შეცვლილ
ვითარებაში და გარემოში იწყებენ თავის კარიერას და მიიღებენ ღირებულ ინფორმაციას და რეკომენდაციას წინსვლისთვის.
შეხვედრაზე ძირითადად 3 საკითხზე ვილაპარაკებთ:
1. თვითპრეზენტაცია - „გაყიდე“ საკუთარი თავი, სანამ გაყიდი დამსაქმებლის პროდუქტს და სერვისს.
2. გასაუბრებაზე 3 ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა.
3. ვერბალური და არავერბალური ენა - როგორ „გავწმინდოთ“ კომუნიკაცია 3 ფილტრის დახმარებით?
არ არსებობს ცუდი კომუნიკაცია და ცუდი კომუნიკატორი - არსებობს მხოლოდ უკუკავშირის ხარისხი და დონე, რომლის
გაუმჯობესებაშიც დაგეხმარებათ ეს შეხვედრა.
ვისთვის არის მასტერ-კლასი: მხოლოდ სამსახურის მაძიებლებისთვის და მათთვის, რომლებსაც სურთ უკეთესი მომავალი.
9 მარტი, 18:00
ღონისძიება ჩატარდება Zoom-ის მეშვეობით
დასწრების მსურველებმა გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე
https://docs.google.com/.../1m0cQSZDZAjqf9oU7NtbiB.../edit