სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა ახალგაზრდული კონფერენცია თემაზე ,,შიდა და გარე ფაქტორები სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების კონტექსტში"
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს როგორც საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა, ასევე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა.
მომხსენებელები იყვნენ:
1) თინათინ გაჩეჩილაძე (საქართველოს უნივერსიტეტი)
თემა: რუსული ჰიბრიდული ომის გავლენა საქართველოს უსაფრთხოების ტრანსფორმაციაზე (2003-2008, 2008-2018 წწ.)
2) მარიამ მაჭარაშვილი (შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი)
თემა: საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება: კონცეფციიდან რეალობამდე
3) თორნიკე ზედელაშვილი (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი)
თემა: სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესები, 21-ე საუკუნის საინფორმაციო ომი და კიბერ შეტევები
4) ხატია დავლიანიძე (საქართველოს უნივერსიტეტი)
თემა: გაეროს ჩართულობა აფხაზეთის კონფლიქტში