სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტის, კერძოდ, სოციალურ მეცნიერებათა სკოლისა და სამართლის სკოლის მასშტაბური პროექტი დაიწყო!
ჩვენი მიზანია პროექტის ფარგლებში მოვიცვათ მთელი საქართველო! ვეწვიოთ სხვადასხვა რეგიონების საჯარო სკოლებს, ჩავატაროთ ოლიმპიადები საჯარო ლექციები, დავასაჩუქროთ გამარჯვებულები და ავამაღლოთ ყველა ახალგაზრდის სოციალური შეგნება და ინტელექტი!
ჩვენი პირველი გასვლა განხორციელდა აჭარაში! "სამოქალაქო განათლებისა" და "დემოკრატიზაციის" საჯარო ლექციებმა და ოლიმპიადამ მოიცვა ბათუმის, ქობულეთის და ჩაქვის საჯარო სკოლები!