სიახლეები
მაისის თვეში სოციალურ მეცნიერებათა სკოლამ დაასრულა რეგიონალური ოლიმპიადების 6 თვიანი ციკლი. ამ პერიოდის მანძილზე სკოლა ეწვია აჭარის, იმერეთის, კახეთის, სამეგრელოს რეგიონებს, სადაც ჩავატარეთ ოლიმპიადები „სამოქალაქო განათლებაში“. პროექტის განხორციელება დაიწყო 2016 წლის დეკემბერში და ჩართული მოსწავლეების რაოდენობამ გადააჭარბა 500-ს.