სიახლეები
26 ნოემბერს სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტ-ფსიქოლოგთა საუნივერსიტეტო კონფერენცია.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს როგორ საქართველოს უნივერსტეტის, ასევე საართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ილიას სახლემწიფო უნივერსიტეტის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა.
მომხსენებლები წარსდგნენ შემდეგი თემებით:
1) თამარ კანდელაკი, საქართველოს უნივერსიტეტის გამოყენებითი ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული
თემა: აუტიზმის სპექტრის აშლილობის ნიშან-თვისებების სკრინინგ ინსტრუმენტის შექმნა, ტიპური განვითარებისა და აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშთა მშობლების ემოციურ-ფსიქოლოგიური თავისებურებები;
2) ნათია ვარდია, საქართველოს უნივერსიტეტის გამოყენებითი ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი
თემა: ბულინგი და თვითფლობა მოზარდებში;
3) ირმა ბირკაია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული
თემა: აღზრდის სტილის კავშირი ბავშვის თვითშეფასებასა და სასკოლო შფოთვასთან;
4) სოფიკო კაშია, საქართველოს უნივერსიტეტის გამოყენებითი ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული
თემა: მშობლისა და მასწავლებლის მიღების ზონის კავშირი ბავშვის მიღების ზონასთან და შფოთვის დონესთან;
5) ია ჟორდანია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი
თემა: ჭორები და მათი როლი საზოგადოებრივი აზრის ფორმირების პროცესში;
6) მარიამ ნიშნიანიძე, საქართველოს უნივერსიტეტის გამოყენებითი ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული
თემა: წყვილების ემოციური ინტელექტისა და თვითმიღების გავლენა ურთიერთობით კმაყოფილებაზე;
7) მარიამ კიკაძე, საქართველოს უნივერსიტეტის გამოყენებითი ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული
თემა: თვითშეფასების როლი ინტელექტსა და შფოთვას შორის კავშირზე მოზარდობის ასაკში;
8) თამარ ძიძიკაშვილი, დოდო ფოფხაძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
თემა: ტრანზაქცია - ურთიერთობის ერთეული;
9) მარიამ დანგაძე, საქართველოს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდემტი
თემა: „დისნეის“ ანიმაციების გავლენა გენდერული როლების შესახებ სტერეოტიპების ჩამოყალიბებაზე;