სიახლეები
ფსიქოლოგიური მომსახურებისა და ანალიტიკის ცენტრი არაჩვეულებრივ ინიციატივას მასპინძლობს!
ვორქშოფი: „ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობები: რეალობა და პრაქტიკა“.
პროექტის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ეძლევათ მოისმინონ და მცირე ჯგუფებში განიხილონ ქართველი, აფხაზი და ოსი ადამიანების ბიოგრაფიული ინტერვიუები. ამ ინტერვიუებში ადამიანები, რომლებიც უშუალოდ მომსწრენი არიან ქვეყანაში არსებული კონფლიქტების, ყვებიან თავიანთ ისტორიებს და აღწერენ მათი თვალით დანახულ მოვლენებს.
პროექტის მიზანია, შეიქმნას სადისკუსიო პლატფორმა სამშვიდობო საკითხებზე და ხელი შეუწყოს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სამოქალაქო დიალოგის წარმოებას.