ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე რეგისტრაცია

პროგრამები

  1. მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს, საქართველოს უნივერსიტეტში სწავლის უფლების მოპოვების მიზნით, მაგისტრანტობის კანდიდატი ვალდებულია:
  • გაიაროს გასაუბრება (HR როლი და ფუნქციები ორგანიზაციაში; ციფრული ტექნოლოგიების როლი HR-ში)
  1. უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრულ პროგრამაზე მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადა განისაზღვროს 2025 წლის 21 ივლისიდან 10 სექტემბრის ჩათვლით.
  • 21 ივლისიდან 30 აგვისტოს ჩათვლით - რეგისტრაცია ჩატარდეს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, კოსტავას ქ. 77, IV სასწავლო კორპუსი, 511-ე ოთახი.
  • 01 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით - რეგისტრაცია ჩატარდეს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 18:00 საათიდან 21:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, კოსტავას ქ. 77, IV სასწავლო კორპუსი.
  1. მაგისტრანტობის კანდიდატი ვალდებულია რეგისტრაციისას წარმოადგინოს:
  • რეზიუმე;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და ელ. ვერსია CD-ზე ჩაწერილი JPG ფორმატში;
  • ბაკალავრის დიპლომის ნოტარიული ასლი და ელ. ვერსია CD-ზე ჩაწერილი JPG ფორმატში. (თუ დიპლომი უნივერსიტეტის მიერ ჯერ არ არის გაცემული, უნდა იქნას წარმოდგენილი ხარისხის მინიჭების ცნობა სველი ბეჭდით + ელ. ვერსია CD-ზე ჩაწერილი JPG ფორმატში);
  • ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში არანაკლებ 5 წლიანი პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი ცნობა;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟების შემთხვევაში) და ელ. ვერსია CD-ზე ჩაწერილი JPG ფორმატში;
  • ფოტოსურათი (3X4) 1 ცალი და ელ. ვერსია CD-ზე ჩაწერილი JPG ფორმატში;
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (მაგ., TOEFL IBT – მინ. 80 ქულა; IELTS – მინ. 6.5 ქულა) ან უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული ტესტის წარმატებით ჩაბარება. სტუდენტებს ასევე უღიარდებათ საქართველოს უნივერსიტეტში გავლილი ინგლისურის B2/2 დონე.
  1. სასურველია ყველა სარეგისტრაციო დოკუმენტი ჩაწერილი იყოს ერთ CD-ზე.
  2. უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გასაუბრება ჩატარდეს 2025 წლის 15, 16, 17 სექტემბერს მისამართზე: ქ.თბილისი, კოსტავას ქ. 77ა, IV სასწავლო კორპუსში, ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლა: აუდიტორია N 327 (IV კორპუსი);
  3. პირველი პუნქტით განსაზღვრულ პორგრამაზე მისანიჭებელი კვალიფიკაცია: აღმასრულებელი ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მენეჯმენტში; სწავლების ენა ქართული, ნაწილობრივ ინგლისური კომპონენტებით; სწავლის საფასური - 6000 ლარი სრული კურსი; სწავლის დაწყების თარიღი 22.09.2025.
  4. საქართველოს უნივერსიტეტის ერთწლიანი აღმასრულებელი სამაგისტრო პროგრამა მიზნად ისახავს კერძო და საჯარო ორგანიზაციებისთვის კვალიფიციური HR მენეჯერების მომზადებას. პროგრამა ორიენტირებულია კონკურენტუნარიანი პროფესიონალის მომზადებაზე, რაც გამოიხატება კურსდამთავრებულის ბიზნესის ხედვის (Business Acumen), ციფრული ინტეგრაციის (Digital Integration), მონაცემების გამოყენების (Data Literacy) და ადამიანური კაპიტალის უნარების განვითარებაში.
  5. მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელმაც მოიპოვა საქართველოს უნივერსიტეტში სწავლის უფლება, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გასავლელად, 2025 წლის 18 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინოს:
  • სწავლების საფასურის იმ ოდენობის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც აღემატება მოპოვებულ სქოლარშიფს.
  1. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს სასწავლო პროცესის ადმინისტრირების სამსახურის უფროსს თეონა ლაგვილავას.
  2. ბრძანება გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე ug.edu.ge.
  3. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხ. ბმული  https://online.ug.edu.ge/programs/programs_full.php?programID[]=6053  ან დაგვიკავშირდით შემდეგ საკონტაქტო ნომერზე: 591992999





ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი