ანონსები
17 თებერვალს, საქართველოს უნივერსიტეტი კერძო და საჯარო სკოლების მათემატიკის პედაგოგებს სთავაზობს საჯარო ლექციას- „მათემატიკის სწავლების თანამედროვე მეთოდები“.
ღონისძიების ფარგლებში განხილული იქნება:
· საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის პრეზიდენტის- პროფესორ დავით ნატროშვილის მოხსენება მათემატიკის სწავლების პრობლემებთან დაკავშირებით;
· მათემატიკის მე-5 და მე-6 კლასის 2018 წელს გრიფირებული სახელმძღვანელოს პრეზენტაცია;
· G-PriEd მოდელის მიხედვით დიფერენცირებული სწავლების სამოდელო გაკვეთილი, ტიპური შეცდომების ანალიზი, სკაფოლდინგი და პარალელური ამოცანების შედგენა;
· ახალი გრიფირებული წიგნების დანერგვა.
ღონისძიებაზე დასასწრებად, ეწვიეთ ბმულს:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSc5_rEN80cOJHcXoM9w2Stp5Kqhwc4M4VkHnPw4yMmM_9cU2Q/viewform
თარიღი: 17.02.2019
დრო: 10:00 სთ
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, კოსტავას 77ა, საკონფერენციო დარბაზი #519