ანონსები
15 და 22 აპრილს საქართველოს უნივერსიტეტში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი „სანდო თანამგზავრის“ ფარგლებში მე-11 და მე-12 კლასელებს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს - მოსწავლეები გამოსაშვები გამოცდების იმიტაციაში მონაწილოებას უფასოდ შეძლებენ.
ტესტირება გამოცდის ანალოგიურად ჩატარდება, ე. წ. CAT-ს ალგორითმით და სისტემით.
გამოსაშვები გამოცდის იმიტაცია ჩატარდება 15 და 22 აპრილს, 15 აპრილის ტესტირებისათვის რეგისტრაცია 11 აპრილს, 15:00 საათზე დაიწყება. მოსწავლეები რეგისტრაციას გაივლიან ვებგვერდზე www.ug.edu.ge
ტესტირების მხარდამჭერია საქართველოს უნივერსიტეტი.
რეგისტრირებულ მონაწილეებს მათთვის სასურველ 2 საგანში შეეძლებათ ტესტის გავლა.