ანონსები
საქართველოს უნივერსიტეტის ჯანდაცვის მეცნიერებათა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა ა.წ. 16-17 ივნისს ატარებს I სტუდენტურ კონფერენციას თემაზე: „საზოგადოების ჯანმრთელობის რისკები და მათი მართვა“, რომელიც ეძღვნება „ჯანმრთელობის მეცნიერებათა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის“ დაფუძვნების 10 წლისთავს.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს უნივერსიტეტის ჯანდაცვის მეცნიერებათა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო სასწავლო პროგრამების სტუდენტები.
კონფერენციის მასალები თეზისების სახით უფასოდ გამოქვეყნდება სკოლის ელექტრონული სამედიცინო სამეცნიერო ჟურნალის: „Caucasus Journal of Health Sciences and Public Health“ #1-ლ დამატებაში.
სამეცნიერო თეზისი შესაძლებელია წარმოადგენდეს, როგორც ჩატარებული კვლევის (საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო), ისე ლიტერატურული მიმოხილვის რეზიუმეს. ლიტერატურული მიმოხილვისათვის სკოლის მიერ შემოთავაზებულია 100 აქტუალური თემა (იხ. დანართი 1), ასევე შესაძლებელია სხვა ნებისმიერი, სტუდენტისათვის საინტერესო თემის შერჩევა ხელმძღვანელთან შეთანხმებით.
სტუდენტის მიერ თემის სათაურის არჩევა და კონფერენციაში მონაწილეობის სურვილის დადასტურება ხორციელდება 1-ლ მაისამდე online რეგისტრაციის საშუალებით.
ჟურნალის რედაქციაში ჩაბარებული თეზისები განხილული იქნება შესაბამისი დარგობრივი ექსპერტების მიერ. ის თეზისები, რომლებიც დააკმაყოფილებენ სარედაქციო მოთხოვნებს, გამოქვეყნდება ჟურნალის დამატებაში. გამორჩეული თეზისების ავტორები 16-17 ივნისს სტუდენტურ კონფერენციაზე მოახდენენ თავიანთი ნაშრომების პრეზენტაციას (რეგლამენტი 5 წუთი).
თეზისების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 16 მაისი. თეზისის ფორმა იხ. #2 დანართში (Guidelines For Authors).