ანონსები
საქართველოს უნივერსიტეტი, 25 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით Edulab და IHub TBILIS - ის ორგანიზებით უმასპინძლებს სამ კვირიან კურსს თანამედროვე მედია ტექნოლოგიებში.
კურსი მოიცავს, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებასაც და მის ფარგლებში სტუდენტები დაეუფლებიან თანამედროვე მედია ტექნოლოგიების გამოყენების მეთოდებს, შეისწავლიან მულტიმედია კონტენტის შექმნის საფუძვლებს და თავად შეძლებენ ინფორმაციის გავრცელებას.
კურსის თემატიკა:
• ახალი მედია
• ბლოგინგი
• მულტიმედია კონტენტის შექმნა
• მაუწყებლობა LiveStream-ში
• Online Radio-ს შექმნა და მაუწყებლობა
• სოციალური მედია რესურსების გამოყენება
• უახლესი მედია პლატფორმები და მათი გამოყენების ხერხები
• Newsroom-ში მუშაობის სპეციფიკა და ნიუსების წერა
• ინტერვიუს აღების ხელოვნება
კურსის საფასური შეადგესნ 50 ლარს. კურსის გასავლელად გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია:
აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 23 ივნისი.