ანონსები
სტარტაპების დაფინანსება იწყება! 6-მა სტარტაპმა საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციური ცენტრის- „Startup Factory-ის” 3 თვიანი სააქსელერაციო პროგრამა გაიარა და უკვე 24 აპრილს საკუთარ პროექტებს ინვესტორების წინაშე წარმოადგენენ. საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრმა - Startup Factory-მ 100.000 ლარი გამოყო.
ღონისძიებას ქართველი და უცხუელეი Angel და Venture ინვესტორები დაესწრებიან.
აღნიშნული პროგრამის მეთოდოლოგია და სტრუქტურა მსოფლიოს წამყვანი ამერიკული სტარტაპ აქსელერატორის პრინციპზეა დამყარებული.
„Demo Day-ზე” შემდეგი სტარტაპები წარსდგებიან:
• DR Pillow- ჭკვიანი ბალიში, რომელიც ადამიანებს საკუთარი სიზმრების მართვის და ინტერაქციის საშუალებას აძლევს;
• Twinners- სტარტაპი, რომელიც მოქალაქქებს ტაქსის საფასურის გაზიარებასა და თანხების დაზოგვაში ეხმარება;
• Total Traffic Management- მოწყობილობა,რომელიც დინამიურად არეგულირებს სატრანსპორტო საშუალებების სიჩქარეს და ავარიების საფრთხეს ამცირებს;
• Spy Recipe- ერთ ყუთში შეფუთული ყველა ინგრედიენტი გემირელი საკვების მოსამზადებლად და დროის დასაზოგად. სტარტაპი დისტრიბუციის ახალ მეთოდს იყენებს, რათა ადამიანებს გაუმარტივონ საკვების მომზადების პროცესი;
• Visual Hub- ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც არპროფესიონალებს პროფესიონალური დიზაინის და ბრენდბუკის შექმნაში ეხმარება;
• SparkLab- გაფართოებული რეალობის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული აპლიკაცია, რაც ქიმიური ცდების ციფრულად განხორციელების საშუალებას იძლევა და ქიმიური ლაბორატორიის მოწყობის ხარჯებს ზოგავს
თარიღი: 24.04.2018
დრო: 16:00 სთ
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი #519, კოსტავას 77ა