ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ანონსები

საჯარო დისკუსია - AFD-ს წარმატება გერმანიაში: ტრადიციული პარტიების კრიზისი და ახალი ძალების აღზევება

20 October 2026

 

27 ოქტომბერს, საქართველოს უნივერსიტეტის უსაფრთხოების, პოლიტიკისა და ნაციონალიზმის კვლევის ცენტრის ჩართულობით (UGSPN), გაიმართება საჯარო დისკუსია თემაზე: „AFD-ს წარმატება გერმანიაში: ტრადიციული პარტიების კრიზისი და ახალი ძალების აღზევება“.

დისკუსია ფოკუსირებული იქნება ევროპული ქვეყნების მასშტაბით მიმდინარე პოლიტიკური ცვლილებების ძირითად ტენდენციებზე, ტრადიციული პოლიტიკური პარტიების გავლენის შესუსტებასა და რადიკალური პოლიტიკური ძალების მზარდი მხარდაჭერის ტენდენციებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა გერმანიაში პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD)-ის საარჩევნო წარმატებას, მისი პოპულარობის განმაპირობებელ პოლიტიკურ და სოციალურ ფაქტორებს და ამ პროცესების გავლენას გერმანიისა და ევროპის პოლიტიკურ მომავალზე.

დისკუსიის ფარგლებში განხილული იქნება:

  • AfD-ის საარჩევნო წარმატება: პარტიის მზარდი პოპულარობის მიზეზები და მისი გავლენა გერმანიის შიდაპოლიტიკურ პროცესებზე;
  • ტრადიციული პოლიტიკური პარტიების კრიზისი ევროპაში: ამომრჩეველთა ნდობის შემცირება, პოლიტიკური ლანდშაფტის ფრაგმენტაცია და მემარჯვენე/რადიკალური ძალების გაძლიერების ძირითადი ფაქტორები;
  • ევროპის პოლიტიკური მომავალი: მემარჯვენე/რადიკალური პარტიების გაძლიერების შესაძლო გავლენა ევროკავშირის ერთიანობაზე, ევროპულ დემოკრატიასა და საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე.

დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ:

  • შამილ შუგაევი - „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის“ მრჩეველი
  • გია ჯაფარიძე - საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი
  • მოდერატორი - შალვა ძებისაშვილი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი

 

დრო: 27 ოქტომბერი, 17:00

ადგილი: ქ.თბილისი, კოსტავას77ა, საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, #710 ოთახი 

 

დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://forms.gle/WTpi7RtWeEvpYoxr7

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი