21 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ასოციაცია INCUHE of Georgia -ს ინიციატივით, საქართველოს უნივერსიტეტის არქიტექტურის პროგრამის სტუდენტებისთვის გაიმართება საჯარო ლექცია თეაზე - „რა არის ურბანისტიკა“
ლექციას გაუძღვება, ქართველი არქიტექტორ-ურბანისტი ვლადიმერ (ლადო) ვარდოსანიძე, იგი ათწლეულებია აქტიურად მუშაობს ქალაქთმშენებლობის, სივრცითი დაგეგმარებისა და ურბანული პოლიტიკის სფეროში.
ლექცია სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, გაეცნონ ურბანისტიკის სფეროს, მის როლსა და მნიშვნელობას თანამედროვე საზოგადოების განვითარებაში, ასევე ამ მიმართულებით არსებულ პროფესიულ შესაძლელობებს და პერსპექტივებს. მოწვეული სპიკერი მათ გაუზიარებს არსებით გამოწვევებს ამ მიმართულებით, ასევე იმ ისტორიულ გადაწყვეტებს, რაც ქალაქის დაგეგმარებისა და ფუნქციონირებისთვის - წლების მანძილზე, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი და საჭიროა.
დასწრება თავისუფალია.
დრო: 21 ოქტომბერი, 14:00 სათი
ადგილი: ქ. თბილისი, კოსტავას 77ა, საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, 519 საკონფერენციო დარბაზი