8 მაისს, 16:00 საათზე, საქართველოს უნივერსიტეტში ჩატარდება ვორქშოფი თემაზე: „კონფლიქტების მართვა და მედიაცია სასკოლო გარემოში“
ვორქშოფის მთავარი მიზანია მონაწილეთა პროფესიული კომპეტენციის გაძლიერება კონფლიქტების მართვისა და მედიაციის მიმართულებით, სასკოლო გარემოში. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან იმ პრაქტიკულ მიდგომებს, რაც ხელს შეუწყობს კონფლიქტების პრევენციას, კონსტრუქციულ გადაწყვეტასა და პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნას. პრაქტიკოს პედაგოგებს საშუალება ექნებათ, პრაქტიკული, ქეისებზე დაფუძნებული მაგალითებით დაამუშაონ საკითხები, მოდერატორებთან ერთად.
ვორქშოფი მოიცავს შემდეგ ძირითად თემებს:
ვორქშოფის მოდერატორები იქნებიან: ნატა სტურუა, მეგი კავთუაშვილი, თორნიკე შევარდნაძე და რევაზ ტაბატაძე
ღონისძიების დასასრულს, მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია: ბმული
დრო: 8 მაისი, 16:00 საათი
ადგილი: თბილისი, კოსტავას 77ა, საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, 519 საკონფერენციო აუდიტორია