ანონსები
ძვირფასო სტუდენტებო, საქართველოს უნივერსიტეტი აგრძელებს ექსკურსიების ციკლს - "აღმოაჩინე საქართველოს მარგალიტები."
ჩვენი აღმოჩენების მორიგი გაჩერება სამხრეთ საქართველოს გამორჩეულ ისტორიულ და კულტურულ ძეგლებს - ქვეშის ციხეს, ბოლნისის სიონის ტაძარს და წუღრუღაშენის მონასტერს დაეთმობა. თითოეულ მათგანს განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებელი აქვს, რომელიც დამთვალიერებელს საუკუნეების წინანდელ საქართველოში დააბრუნებს და ძეგლებთან დაკავშირებულ ლეგენდებს გააცოცხლებს.
რა თქმა უნდა, ეს არ არის მხოლოდ შემეცნებითი ექსკურსია, ეს არის შესაძლებლობა თქვენს თანატოლებთან და აკადემიურ პერსონალთან ერთად, სახალისო თამაშებითა და სხვადასხვა აქტივობით გაერთოთ და დაუვიწყარი მოგონებები დააგროვოთ.
უნივერსიტეტის მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტი სტუდენტი გაეცნოს საქართველოს ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს. სწორედ ამიტომ ამჯერად დარეგისტრირება შეეძლებათ მხოლოდ იმ სტუდენტებს, რომლებიც პირველ ექსკურსიაზე არ იყვნენ.
რეგისტრაციის ბმული:
https://ug.edu.ge/ufliscikhis-eqskursia
შეხვედრამდე
თარიღი: 7 მაისი
შეკრების დრო: 08:00
შეკრების ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, მე-4 კორპუსის ეზო