ანონსები
ძვირფასო სტუდენტებო, საქართველოს უნივერსიტეტი აგრძელებს ექსკურსიების ციკლს - "აღმოაჩინე საქართველოს მარგალიტები."
ჩვენი აღმოჩენების მორიგი გაჩერება სოფელ ჯუთას დაეთმობა, რომელიც საქართველოს ბუნების უნიკალურ ძეგლს წარმოადგენს და საშუალებას გაძლევთ ისიამოვნოთ, როგორც ალპური ბუნებით, ასევე ჩრდილოეთ საქართველოსა და ხევის უძველესი ისტორიით. გარდა ამისა, ჯუთადან ხედები ჭაუხების ულამაზეს კლდოვან მასივზე იშლება და დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს ვიზიტორებზე.
უნივერსიტეტის მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტი სტუდენტი გაეცნოს საქართველოს ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს. სწორედ ამიტომ ამჯერად დარეგისტრირება შეეძლებათ მხოლოდ იმ სტუდენტებს, რომლებიც წინა ექსკურსიებზე არ იყვნენ.
შემოგვიერთდით, ერთად დაუვიწყარ დროს გავატარებთ.
რეგისტრაციის ბმული:
https://ug.edu.ge/ge/eqskursia-juta
თარიღი: 2 ივლისი
შეკრების დრო: 08:00
შეკრების ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, მეოთხე კორპუსის ეზო