2026 წლის 27–28 მაისს, საქართველოს უნივერსიტეტი მასპინძლობს საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ორგანიზებულია AGUNE-ის ქსელის ფარგლებში და ეძღვნება უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის თანამედროვე გამოწვევებს ციფრული ტრანსფორმაციის პირობებში. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ხარისხის მართვის მიმართულების წარმომადგენლები AGUNE-ის წევრი უნივერსიტეტებიდან, ასევე სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტები.
AGUNE - ASIIN Global University Network of Excellence ორგანიზებულია ASIIN Consult GmbH-ის მიერ. ASIIN თითქმის 25 წლის განმავლობაში თანამშრომლობს უნივერსიტეტებთან მთელ მსოფლიოში, აუმჯობესებს შიდა ხარისხის მართვის სისტემებს და უმაღლეს განათლებას აძლიერებს გლობალურ დონეზე. ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიქმნა AGUNE - დინამიური პლატფორმა საერთაშორისო გამოცდილების, ინოვაციური თანამშრომლობის და უმაღლესი აკადემიური სტანდარტების შესანარჩუნებლად.
ორდღიანი კონფერენცია ხარისხის მართვის პროფესიონალებს სთავაზობს სივრცეს, სადაც განხილული იქნება:
• სწავლებისა და შეფასების პროცესების ციფრული ტრანსფორმაცია;
• AI და ციფრული ინსტრუმენტების ინტეგრაცია ხარისხის მართვაში;
• უმაღლესი განათლების ფუნდამენტური აკადემიური ღირებულებების დაცვა;
• გამოცდილების გაზიარება, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება და ახალი პრაქტიკების განხილვა.
ღონისძიება მოიცავს მთავარ მოხსენებებს, პანელურ დისკუსიებსა და ინტერაქტიულ სესიებს, რაც საშუალებას მისცემს მონაწილეებს განიხილონ, როგორ უნდა განვითარდეს ხარისხის უზრუნველყოფის სისტემები თანამედროვე უნივერსიტეტებში, შენარჩუნდეს აკადემიური სტანდარტები და გაძლიერდეს ხარისხის მართვის პრაქტიკა.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: AGUNE Conference - Quality Assurance in the Digital Age
კონფერენციის განრიგი: AGUNE Conference in Georgia “Quality Assurance in the Digital Age” - ASIIN
დრო: 27-28 მაისი, 09:00 - 20:00 სთ
ადგილი: ქ. თბილისი, კოსტავას 77ა, საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, 519 საკონფერენციო აუდიტორია