ანონსები
18 მარტს, საქართველოს უნივერსიტეტი, პროფესიების კვირეულის ფარგლებში, გამართავს არაფორმალურ შეხვედრას ბიზნესის და ადმინისტრაციული მეცნიერებების სკოლაში არსებული პროფესიების შესახებ.
შეხვედრაზე სხვადასხვა სფეროში მომუშავე წარმატებული ადამიანები დამსწრეებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.
პროფესიების კვირეულზე დასასწრებად, გთხოვთ, გაიარეთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე: https://goo.gl/NKR6j9
პროფესია: ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯერი, მარკეტოლოგი, ფინანსისტი, ბუღალტერი)
სპიკერი: ნათა გოლიაძე- ექსპორტის განვითარების ასოციაციის დირექტორი და მცირე და საშუალო ბიზნესების კონსულტანტი საექსპორტო შესაძლებლობების კვლევაში. ის ასევე არის „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის“ ტექნიკური დახმარების კომპოტენტის დირექტორი და კომპანია BP-ს USAID-ის მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსების პროექტების კონსულტანტი/ექსპერტი ფინანსურ საკითხებში.
ასევე, ნათია გოლიაძე ასევე არის საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის ხელმძღვანელი.
თარიღი: 18.03.2019
დრო: 16:00 სთ
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი #519
პროფესია: საჯარო მმართველი
სპიკერი: ნოდარ ხერხეულიძე საქართველოს უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელი.
ნოდარ ხერხეულძე - საჯარო ადმინისტრირების მაგისტრი (Eastern Washington University, USA). აქვს ადმინისტრაციულ თანამდებობებზე მუშაობის 16 წლის პრაქტიკული გამოცდილება საჯარო სამსახურში, საერთაშორისო და კვლევით ორგანიზაციებსა და განათლების სფეროში. 2011 წელს გახლდათ მოწვეული მკვლევარი აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში (The US House of Representatives). ასევე გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ედმუნდ მასკის (Edmund S. Muskie Fellowship) 2010 წლის სტიპენდიანტი.
თარიღი: 18.03.2019
დრო: 16:30 სთ
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი #519