საქართველოს უნივერსიტეტში, 18 აპრილს, 17:00 საათზე, გაიმართება მენტორობის პროგრამის პირველი ნაკადის დასრულების ღონისძიება.
მენტორობის პროგრამა, ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციის(ეპაგი) პროექტია, რომელიც პირველად, საპილოტე რეჟიმში, საქართველოს უნივერსიტეტთან ერთად ჩატარდა. პროგრამაში მონაწილეობას იღებდნენ ამავე უნივერსიტეტის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტები, ხოლო მენტორების რანგში - ეპაგის წევრები, რომლებიც მონაწილე სტუდენტებს, ერთი სემესტრის განმავლობაში, აძლევდნენ რჩევებს მათი საქმიანობის სფეროში, სტუდენტების კონრეტული, პროფესიული ინტერესების გათვალისწინებით.
პროგრამის დასრულების ღონისძიებას დაესწრებიან მონაწილე სტუდენტები, მენტორები, საქართველოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლები და ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციის საბჭოს წევრები.