25 მარტს, 12:00 საათზე, საქართველოს უნივერსიტეტში, საქართველოს ბანკის წარმომადგენლობითი შეხვედრა გაიმართება, სტუდენტებთან.
შეხვედრის მიზანია, სტუდენტებისათვის, საქართველოს ბანკში არსებული კარიერული შესაძლებლობების წარდგენა და პრეზენტირება, არსებული პროფესიული განვითარების გზების გაზიარება, რასაც ბანკი სთავაზობს პოტენციურ თანამშრომლებს.
შეხვედრა შეეხება თეორიულ და პრაქტიკულ რჩევებს, ასევე განხილული იქნება, საქართველოს ბანკის, როგორც ორგანიზაციის შიდა სამუშაო სპეციფიკა და გამოწვევები:
აღსანიშნავია, რომ საქართველოს უნივერსიტეტისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობა მრავალპროფილურია და გარდა კარიერული შესაძლებლობების გაზიარებისა, სტუდენტებისათვის დამატებითი, სასტიპენდიო შეთავაზების გაზიარებასაც გულისხმობს, რომელთა რიგებშიც უკვე რამოდენიმე საქართველოს უნივერსიტეტის, მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტი ირიცხება.
შეხვედრა წარიმართება კითხვა-პასუხის რეჟიმში, დამსწრე სტუდენტებს ადგილზე შეეძლებათ დეტალური და ამომწურავი ინფორმაციის მიღება, ბანკის შეთავაზებებისა და სამუშაო სპეციფიკის შესახებ.
დასასრულს, მონაწილეებს გადაეცემათ სიმბოლური საჩუქრები. შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია, მითითებულ ბმულზე: https://forms.gle/cqJKCAev4AjhppNj6
დრო: 25 მარტი, 12:00 საათი
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, კოსტავას 77ა, 519 საკონფერენციო დარბაზი