ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ანონსები

პირველი ნაბიჯები კარიერისკენ - როგორ დავიწყოთ?! - შეხვედრა McDonald’s Georgia-ს წარმომადგენელთან

28 October 2026

 

4 ნოემბერს, საქართველოს უნივერსიტეტის კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახური გიწვევთ McDonald’s Georgia-ს წარმომადგენელთან შეხვედრაზე, სადაც გაიგებთ, როგორ გადადგათ პირველი ნაბიჯები პროფესიულ სამყაროში, როგორ მოემზადოთ წარმატებული გასაუბრებისთვის და როგორ მიიღოთ გამოცდილება, რომელიც კარიერულ წინსვლაში გამოგადგებათ.  თუ გსურთ გაიგოთ, რას ეძებენ დამსაქმებლები და როგორ აქციოთ შესაძლებლობები კარიერულ უპირატესობად, მაშინ ეს შეხვედრა სრულად და ამომწურავად გასცემს ყველა შეკითხვას პასუხს. 

 შეხვედრაზე განიხილება: 

  • როგორ დავიწყოთ კარიერა სტუდენტობის პერიოდში - სად ვეძებოთ შესაძლებლობები და როგორ გადავდგათ პირველი ნაბიჯები დასაქმებისკენ?
  • როგორ წარმოვაჩინოთ თავი დამსაქმებელთან - როგორ მოვემზადოთ გასაუბრებისთვის, გამოვკვეთოთ ჩვენი ძლიერი მხარეები და თავდაჯერებულად წარვადგინოთ საკუთარი შესაძლებლობები?
  • რას გვაძლევს პირველი სამუშაო გამოცდილება - როგორ განვივითაროთ კომუნიკაციის, გუნდური მუშაობისა და პასუხისმგებლობის უნარები, რომლებიც სხვადასხვა პროფესიულ გზაზე გამოგვადგება?
  • სტუდენტის რეალური გამოცდილება - მოვისმენთ სტუდენტის ისტორიას, რომელიც McDonald’s Georgia-ში მუშაობს და გაგვიზიარებს, როგორია პირველი ნაბიჯები დასაქმებისკენ და რა ისწავლა სამუშაო გარემოში.

 აღსანიშნავია, რომ McDonald’s Georgia ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია საქართველოში, რომლის გამოცდილებაც საინტერესო შესაძლებლობას ქმნის, ხოლო მის წარმომადგენელთან შეხვედრა უკეთ წარმოაჩენს იმ საჭიროებებს თუ რას ეძებენ ეძებენ კომპანიები თანამშრომლებში და როგორ იწყება კარიერა დიდ ორგანიზაციაში. შეხვედრის ფარგლებში გაეცნობით McDonald’s Georgia-ში სტუდენტებისთვის არსებულ დასაქმების შესაძლებლობებს, სამუშაო გარემოსა და მოქნილ გრაფიკს, რომელიც სხვადასხვა საჭიროებაზეა მორგებული.

დრო: 4 ნოემბერი, 12:00 საათი 

ადგილი: ქ. თბილისი, კოსტავას 77ა, საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, 519 საკონფერენციო დარბაზი 

 

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი