ანონსები
საქართველოს უნივერსიტეტის ბაზაზე მოქმედი დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაცია Gnomon Wise აცხადებს კონკურსს მონაცემთა ვიზუალიზაციაში.
კონკურსის მოთხოვნები:
კონკურსანტმა Gnomon Wise-ის ანალიტიკურ და პოლიტიკის დოკუმენტებზე უნდა გამოიყენოს მონაცემთა ვიზუალიზაციის ტექნიკები და არსებული ინფორმაცია ფართო აუდიტორიისთვის მარტივად აღსაქმელ პროდუქტად უნდა გადააქციოს.
იხილეთ Gnomon Wise-ის შემუშავებული ორი დოკუმენტი:
„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის რეფორმის ანალიზი“ (იხ.ბმული-http://gnomonwise.ug.edu.ge/public/)
„საქართველოს მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამაში (PISA)- შედეგები და მიზეზები“(იხ.ბმული-http://gnomonwise.ug.edu.ge/public/)
Gnomon Wise არ გამოიყენებს იმ პროდუქტს, რომელიც ვერ მოხვდება საპრიზო ადგილზე. კონკურსის შედეგების გამოცხადების შემდგომ, ავტორს ექნება უფლება სურვილისამებრ გამოიყენოს ნამუშევარი.
კონკურსში მონაწილეობის პირობები
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში აკრედიტირებული ნებისმიერი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს.
პრიზები:
I ადგილი - 500 ლარი
II ადგილი - 300 ლარი
საპრიზო ადგილის მქონე ნამუშევარი გამოქვეყნდება Gnomon Wise-ის ვებ (www.gnomonwise.org) და სოციალურ გვერდებზე (fb.com/gnomonwise).
კონკურსში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, ნამუშევარი გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: info@gnomonwise.org. სათაურის ველში მიუთითეთ: „კონკურსი მონაცემთა ვიზუალიზაციაში“. მასალას თან უნდა ერთვოდეს მონაწილის მცირე რეზიუმე (საკონტაქტო ინფორმაცია, უნივერსიტეტი/კოლეჯი, მიმართულება, საქმიანობა).
Gnomon Wise იტოვებს უფლებას, შესაბამისი ნამუშევრების ვერ მიღების შემთხვევაში, არ შეარჩიოს არც ერთი მათგანი.
ნაშრომის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2020 წლის 20 იანვარი.