11 თებერვალს, 11:00 საათზე, საქართველოს უნივერსიტეტში, ვახტანგ ჩხენკელის ხელმძღვანელობით ჩატარდება კრიპტო დღე. კონფერენცია „კრიპტო დღე“ მიზნად ისახავს შექმნას პროფესიული პლატფორმა, სადაც განხილული იქნება კრიპტო აქტივების ბაზრის რეგულაცია, აქტივების ტოკენიზაციის პრაქტიკული მექანიზმები, მათი ინტეგრაცია ქართულ ფინანსურ სივრცეში და ის მარეგულირებელი ჩარჩო, რომელიც უზრუნველყოფს ბაზრის განვითარებას და გამჭვირვალობას.
კონფერენცია შედგება ექვსი პანელისგან:
- გლობალური და ქართული კრიპტო ინდუსტრიის ევოლუცია;
- უძრავი ქონების, საბანკო დეპოზიტების და ფინანსური ინსტრუმენტების ტოკენიზაცია საქართველოში;
- ვირტუალური აქტივების ახალი ქართული საკანონმდებლო ჩარჩო და ცვლილებები;
- პრუდენტციული ვალდებულებები, კაპიტალის მოთხოვნა და კრიპტო აქტივების სეგრეგაცია ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერთათვის;
- ევროკავშირის „კრიპტო-აქტივების ბაზრების შესახებ“ რეგულაცია და მისი გავლენა კრიპტო ინდუსტრიაზე.
- ფისკალური პოლიტიკა, ვირტუალური აქტივის მომსახურება და გადასახადები საქართველოში.
კონფერენციაზე დასასწრებად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScmBiPyQVk6jKh7O2bXYRMfSBgaTy37K5VglC1JDv8HO0KG-w/viewform
ღონისძიების განრიგი:
- დაწყების დრო : 9:30
- რეგისტრაცია: 10:00-11:00
- გლობალური და ქართული კრიპტო ინდუსტრიის ევოლუცია, ვახტანგ ჩხენკელი, კრიპტოეთიკა: 10:00 - 11:00
- უძრავი ქონების, საბანკო დეპოზიტებისა და ფინანსური ინსტრუმენტების ტოკენიზაცია საქართველოში, გიორგი კირეულიშვილი, კლარსენი: 11:00-12:00
- ლანჩი: 12:00-13:00
- ვირტუალური აქტივების ახალი ქართული საკანონმდებლო ჩარჩო და ცვლილებები, მარიამ მალაზონია, საქართველოს ეროვნული ბანკი: 13:00-14:00
- პრუდენციული ვალდებულებები, კაპიტალის მოთხოვნები და კრიპტოაქტივების სეგრეგაცია VASP-ებისთვის, ვახტანგ ჩხენკელი, კრიპტოეთიკა: 14:00-14:45
- შესვენება: 14:45-15:00
- ევროკავშირის კრიპტო რეგულაცია MiCA და მისი გავლენაკრიპტო ინდუსტრიაზე, ვახტანგ ჩხენკელი, კრიპტოეთიკა: 15:00-16:00
- ფისკალური პოლიტიკა, ვირტუალური აქტივების მომსახურება და საგადასახადო საკითხები საქართველოში, გიორგი ხანჯალიაშვილი და ლაშა ადამაშვილი, ანდერსენ საქართველო: 16:00-17:00
- დახურვა და გათამაშება: 17:00 - 17:30
დრო: 11თებერვალი, 10:00 საათი
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, კოსტავას 77ა, IV კორპუსი, 519 საკონფერენციო დარბაზი