ანონსები
საქართველოს უნივერსიტეტის დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი იწყებს მიმდინარე სემესტრის ტრენინგების სერიას- 5 ნაბიჯი დასაქმებისკენ.
I ნაბიჯი: ტრენინგი თემაზე- “CV, რომელიც დაგასაქმებს“
ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
· რა მნიშვნელობა აქვს CV-ს სწორად შედგენას?
· როგორ შევადგინოთ CV სწორად?
· რა დეტალები უნდა გავითვალისწინოთ CV-ს შედგენისას და დამსაქმებელთან გადაგზავნისას?
· რა სახის ინფორმაციაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი?
ტრენინგს ჩაატარებს სს “ნიკორას“ კადრების შერჩევისა და დაქირავების განყოფილების უფროსი, ქალბატონი თამარ ჩხეიძე.
დასწრება თავისუფალია.
მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
ტრენინგზე დასწრების მსურველებმა შეავსეთ სარეგისტრაციო ბმული:
https://goo.gl/forms/iUpjgdqYqDgH7efx1
თარიღი: 26.03.2019
დრო: 18:00 საათი
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი #519
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობის ცენტრს
IV კორპუსი, ოთახი 115