ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ანონსები

კიბერ ჰაკათონი
20 December 2019

 20 – 21 დეკემბერს, საქართველოს უნივერსიტეტი კიბერ ჰაკათონს უმასპინძლებს. ორგანიზატორები არიან: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფი (CERT-GOV-GE), არაკომერციულ ორგანიზაცია „OWASP“ და „საქართველოს უნივერსიტეტი“.

ჰაკათონის ფარგლებში მონაწილეები ვებ-აპლიკაციებზე და კიბერუსაფრთხოებაზე დაფუძნებულ ღია კოდის მქონე უსაფრთხოების პროგრამებს შექმნიან. კიბერჰაკათონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, რომელსაც გააჩნია სურვილი და იდეა შექმნას კიბერუსაფრთხოების თემატიკასთან დაკავშირებული პროდუქტი.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნებიან შემდეგი კომპანიები:

  • საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;
  • თიბისი ბანკი;
  • საქართველოს ბანკი;
  • ფინკა ბანკი;
  • ვითიბი ბანკი;
  • ლიბერთი ბანკი;
  • Cloud9;

კიბერჰაკათონში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა ჩამოაყალიბონ მაქსიმუმ 3 წევრისგან შემდგარი გუნდი და წარმოადგინონ შესაბამისი პროექტი 21 დეკემბერს. გუნდი შეიძლება ასევე შედგებოდეს 1 ან 2 მონაწილისგან.

ჰაკათონის მონაწილეებს საშუალება მიეცემათ თავიანთი ცოდნა პრაქტიკულ გარემოში, კონკრეტული პროგრამების შექმნის პროცესში გამოსცადონ.

ჰაკათონის დასასრულს კომპეტენტური ჟიური, რომლის შემადგენლობაშიც არიან როგორც საჯარო, ისე კერძო და საგანმანათლებლო სექტორის დარგის სპეციალისტები, საპრიზო ადგილებზე გასულ მონაწილეებს გამოავლენენ და გადასცემენ პრიზებს.

იხილეთ ჟიურის წევრების ჩამონათვალი:

  • ირაკლი გვენეტაძე- მსოფლიო ბანკის ექსპერტი კიბერ უსაფრთხოების  და E-Governance-ის კუთხით;
  • დავით ცქიტიშვილი- OWASP თბილისის ექსპერტი კიბერ უსაფრთხოების კუთხით.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციის გასავლელად გთხოვთ ეწვიეთ ბმულს.

რეგისტრაცია გაგრძელდება 19 დეკემბრამბდე.

კიბერჰაკათონზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის უფასოა.

თარიღი: 20.12.2019-21.12.2019

დრო: 10:00 სთ

ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი #519

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი