ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ანონსები

კიბერ ოლიმპიადა
7 June 2020

7 ივნისს, საქართველოს უნივერსიტეტის მხარდაჭერით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ სამთავრობო კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფი (CERT.GOV.GE) იწყებს ეროვნულ კიბეროლიმპიადაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღებას. საქართველოს უნივერსიტეტთან ერთად ღონისძიების მხარდამჭერები და სპონსორები არიან: ასოციაცია „გრენა“, შპს „გრინნეტი“ და „OWASP თბილისი“.

COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით რიგით მე-5 ეროვნული კიბეროლიმპიადა ონლაინ რეჟიმში ჩატარდება. მონაწილეობის მიღება შეუძლია კიბერსაკითხებით დაინტერესებულ ყველა ახალგაზრდას, რომელსაც არ შესრულებია 25 წელი. გუნდები, არსებული შეზღუდვების გათვალისწინებით, სამის  ნაცვლად ერთი წევრისგან დაკომპლექტდება.

პირველ სამ საპრიზო ადგილზე გასული მონაწილეები სპონსორებისგან საინტერესო პრიზებით დაჯილდოვდებიან.

კიბეროლიმპიადის მიზანია როგორც კიბერუსაფრთხოების სფეროს განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია, ისე იმ პერსპექტიული ახალგაზრდების გამოვლენა და წახალისება, რომლებიც ფლობენ შესაბამის ტექნიკურ ცოდნასა და კომპეტენციას.

ეროვნულ კიბეროლიმპიადაზე წარმოდგენილი იქნება კიბერუსაფრთხოების გავრცელებული შეტევის ვექტორების ამოცანები, რომელთა გადაჭრაშიც ერთმანეთს გუნდებად დაყოფილი მონაწილეები შეეჯიბრებიან. იმის გათვალისწინებით, რომ თითოეულ გუნდში იქნება 1 წევრი, შესასრულებელი ამოცანები შედარებით გამარტივდება.

ოლიმპიადის მონაწილეები სხვადასხვა კვლევითი და ლაბორატორიული სამუშაოს შესრულების შედეგად გააანალიზებენ და გამოიკვლევენ 24 განსხვავებულ შემთხვევას და უპასუხებენ 30-მდე შეკითხვას (თითოეული შემთხვევის ირგვლივ წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სირთულისა და წონის შეკითხვები), მიღებულ პასუხებზე დაყრდნობით კი დაითვლება საბოლოო სტატისტიკა.

იმისათვის, რომ ოლიმპიადის მონაწილემ შეძლოს აღნიშნულ ღონისძიებაზე დასწრება, აუცილებელია მონაწილე ფლობდეს საბაზისო ცოდნას შემდეგ სფეროებში: ქსელური არქიტექტურა, კრიპტოგრაფია, სკრიპტინგი და ვებ დეველოპმენტი (Networking, Cryptography, Scripting, Web Development).

ონლაინ პლატფორმასთან დაკავშირებული ტექნიკური დეტალები ყველა დარეგისტრირებულ პირს ელფოსტის მეშვეობით დაეგზავნება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 1 ივნისი, 2020.

დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა კიბეროლიმპიადაზე რეგისტრაციისთვის ელფოსტის მისამართზე - cybercube@dea.gov.ge უნდა გამოგზავნონ: სახელი და გვარი, ელფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგი არხების გამოყენებით:

ტელ.: 291 51 40;

ვებ-გვერდი: www.dea.gov.ge ;

Facebook გვერდი: https:/www.facebook.com/certgovge "

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი