ანონსები
საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობის სამსახურის მოწვევით, 28 აპრილს უნივერსიტეტს წამყვანი კომპანიების წარმომადგენელები ეწვევიან. ამით, ხელი შეეწყობა უნივერსიტეტის სტუდენტების კარიერულ წინსვლას და დასაქმების პერსპექტივას. სტუდენდებს და კურსდამთავრებულებს საშუალება მიეცემათ გაეცნონ შრომით ბაზარს და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია პოტენციური დამსაქმებლებისგან.
ფორუმში მონაწილეობას მიიღებს 20-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია: სამედიცინო კორპორაცია ევექსი, ჯეოსელი, ალდაგი, ირაო, GPI ჰოლდინგი, იმედი L, საქართველოს ბანკი, ბაზისბანკი, TBSC, შარმტრეიდინგი, უნიქარდი, BDO, KPMG, თეგეტა მოტორსი, Integration Point, ფრესკო, გუდვილი, კლიმატ სერვისი, ვივუსი, კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი, გალფი, PSP ჯგუფი.
თარიღი: 28 აპრილი
დრო: 14:00 – 17:00
ადგილი: IV კორპუსი, II სართული