ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ანონსები

Demo Day Batch 3
9 July 2019

9 ივლისს, საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრი - UG Startup Factory უმასპინძლებს სტარტაპ აქსელერატორის მესამე ნაკადის დემო დღეს, სადაც სტუდენტური სტარტაპები ე.წ Pitch-ის პრინციპით საკუთარ ინოვაციურ პროექტებს ფართო აუდიტორიის წინაშე წარადგენენ.

იხილეთ სტრატაპების შესახებ ინფორმაცია :

Infotoy - ეს არის აპლიკაცია, რომლის მიზანია ადამიანებს მიაწოდოს ინფორმაცია   ბაზარზე გასაყიდად გამოტანილი სათამაშოების შესახებ. 

AILOOK - აპლიკაცია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით, მოდის ტენდენციებისა და მომხმარებლის სურვილების გათვალისწინებით მომხმარებელს ტანისამოსის შეხამებულ კონბინაციას სთავაზობს.

Halps- აპლიკაცია HaLPS-ი, რომელიც იქნება საქართველოში პირველი mobile app-ი სამედიცინო მომსახურების სფეროში. აპლიკაცია დაეხმარება შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანებს, რომ აკონტროლონ დიაბეტთან დაკავშირებული ყველა საჭირო მონაცემი, თავი აირიდონ დაავადების გართულებისაგან და მოახდინონ მისი პრევენცია ადრეულ ეტაპზევე.

Workman- იქმნება ახალი პორტალი, ერთგვარი სოციალური ქსელი-WORKMAN, რომელიც დააკავშირებს საყოფაცხოვრებო პრობლემის მქონე ადამიანს ხელოსანთან, ან სხვა სახის სპეციალისტთან.

Professor.st- ჭკვიანი კოსტუმი, რომელიც აღიქვამს მომხმარებლის მოძრაობებს და სპეციალური აპლიკაციის საშუალებით ადარებს ნებისმიერ სპორტში საუკეთესო მოთამაშის სტილს.

Who am I- აპლიკაცია, რომელიც სკოლის მოსწავლეებს და აბიტურიენტებს საკუთარი თავის პოვნაში ეხმარება. ისინი შეძლებენ სასურველი სპეციალობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებას.

სტარტაპები წარადგინეს როგორც საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებმა ასევე თავისუფალი უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და სხვა. 

ზემოთაღნიშნულმა სტარტაპებმა საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრის UG Startup Factory-ის 1 თვიანი პრე-აქსელერაციის  და  2 თვიანი აქსელერაციის პროგრამა გაიარეს. სტარტაპებს სხვადასხვა მიმართულების ტრენინგები ჩაუტარდათ, ასევე ისინი შეხვდნენ უცხოელ და ადგილობრივ მენტორებს, რათა Demo Day-ზე ინვესტორების წინაშე წარმატებულად წარსდგნენ. 

დამწყებმა სტარტაპებმა გაიარეს ტრენინგები შემდეგი მიმართულებით: UX Design, ინტელექტუალური საკუთრება, ეფექტური პრეზენტაციის ჩატარება, გრაფიკული დიზაინი, pitching, ბიზნეს მოდელი აწყობა და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ პირველი ნაკადის დემო დღეზე Rooswell-მა საქართველოს უნივერისტეტისა და იაპონელი ინვესტრორისგან დაფინანსება 36000 ლარის ოდენობით. Rooswell ვებზე დაფუძნებული ატომატური სისტემაა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით კორპორაციულ სტილს (ფერები, ფონტები, ლოგო) ქმნის. აღნიშნული პროდუქტი ბაზარზე მალე ჩაეშვება.

ასევე დაფინანსება მიიღო TTM Group-მა, რომელმაც GITA-სგან 100 000 ლარის ოდენობის დაფინანსება მიიღო. TTM-ი ეს არის სტარტაპი, რომელიც მანქანის სიჩქარის დინამიური მართვის მოწყობილობას ქმნის.  აღნიშნული პროდუქტი ბაზარზე მალე ჩაეშვება.

შეგახსენებთ, რომ  UG Startup Factory აქტიურად უჭერს მხარს ინოვატორებს განავითარონ თავიანთი იდეები და აქციონ ისინი წარმატებულ ბიზნესად.

თარიღი: 09.07.2019

დრო: 19:00 სთ

ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი #519

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი