ანონსები
24 დეკემბერს, საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრი- UG Startup Factory უმასპინძლებს სტარტაპ აქსელერატორის მეოთხე ნაკადის დემო დღეს, სადაც სტარტაპერები ე.წ Pitch-ის პრინციპით საკუთარ ინოვაციურ პროექტებს ფართო აუდიტორიის წინაშე წარადგენენ.
იხილეთ სტარტაპების ჩამონათვალი:
Mughami- აპლიკაცია, რომელიც ნებისმიერ ადამიანს, ტესტების და საინტერესო ინფორმაციის დახმარებით, ეხმარება გამოსცადოს საკუთარი თავი სხვადასხვა სფეროში.
Siapp- პირველი მობილური აპლიკაცია კავკასიის რეგიონში, რომელიც ფიზიკური აქტივობიდან გამომდინარე მომხმარებელს ციფრულ ვალუტას უხდის;
Develops.ge- პირველი პლატფორმა საქართველოში, რომელიც ნებისმიერ პირს მისცემს საშუალებას, მოიძიოს პროექტის განსახორციელებლად სასურველი კერძო პირები და კომპანიები;
FoodHub- პლატფორმა ორიენტირებულია კვების ინდუსტრიის კომპანიების და მათი მომხმარებლების დაკავშირებაზე. კომპანიებს საშუალება ექნებათ აპლიკაციაში ატვირთონ კვების პროდუქტები და ფასდკალებით შესთავაზონ მომხმარებლებს;
Black Room Games- გემიფიკაციის და გემიფიცირებული სისტემების პლატფორმა პროგრამული უზრუნველყოფისთვის;
Round- სტარტაპი ორიენტირებულია მაღალი ხარისხის კომფორტული სპორტული ტანსაცმლის შექმნაზე;
Florashop.ge- ყვავილების ონლაინ პლატფორმა, რომელიც განკუთვნილია მეყვავილეებისთვის, ფლორისტებისთვის და რესტორნებისთვის.
Mycv.ge- სტარტაპი თანამედროვე ვებ-ტექნოლოგიების გამოყენებით მომხმარებლებს რეზიუმეს შექმნაში დაეხმარება;
Coinsell- ელექტრონულ-აპარატურული საფულე, სადაც კრიპტოვალუტების შენახვაა შესაძლებელი.
სტარტაპერებს სხვადასხვა მიმართულებით ტრენინგები ჩაუტარდათ.ასევე, ისინი შეხვდნენ უცხოელ და ადგილობრივ მენტორებს, რათა Demo Day-ზე ინვესტორების წინაშე წარმატებით გამოვიდნენ.
ღონისძიებაზე დასასწრებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://forms.gle/yJpbuyZjogxm5JaA8
დასწრება თავისუფალია.
თარიღი: 24.12.2019
დრო: 19:00 სთ
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი #519