ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ანონსები

დემო კონსტიტუციის ვორქშოფი - დემოკრატიული ღია კარის დღე საქართველოს უნივერსიტეტში
30 May 2025

 

საქართველოს უნივერსიტეტის თემატური ღია კარის დღის სერია გრძელდება. 9 ივნისს საქართველოს უნივერსიტეტის დემოკრატიული ღია კარის დღე გაიმართება, სადაც დემო კონსტიტუციის ვორქშოფი ჩატარდება. ყველა მაღალი კლასის მოსწავლეს, მთელი საქართველოს მასშტაბით, შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს შემეცნებით და ინტერაქტიულ პროექტში, რომლის მიზანი მოსწავლეებში კონსტიტუციის მნიშვნელობის, ადამიანთა უფლებებისა და მოქალაქეობრივი როლის უკეთ გააზრებაა.

პროექტი განკუთვნილია მათთვის, ვისაც აინტერესებს როგორ იქმნება კონსტიტუცია, სურს იყოს წარმოსახვითი ქვეყნის დამფუძნებელი და შექმნას საკუთარი კონსტიტუციის დემო ვერსია. მოსწავლეები ჩაერთვებიან უნიკალურ სიმულაციაში, სადაც შესაძლებლობა ექნებათ თანატოლებთან ერთად შექმნან, წარადგინონ და იმსჯელონ ქვეყნის მმართველობის ფორმებზე, ადამიანის უფლებებზე და დემოკრატიაზე. პროექტის მონაწილეებს დემო კონსტიტუციის შექმნაში კონსულტაციას უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები გაუწევენ.

პროექტი კამპანიის „როგორი საქართველოს უნივერსიტეტი“ ფარგლებში ხორციელდება და უნივერსიტეტის სამართლის სკოლის წარმომადგენლების ორგანიზებით იმართება.

პროექტი 3 დღის განმავლობაში ჩატარდება და რამდენიმე ეტაპს მოიცავს:

  • ღია კარის დღე და პროექტის პრეზენტაცია კონსტიტუციის ძირითადი პრინციპების შესახებ.
  • სამუშაო ჯგუფების შექმნა: თითო ჯგუფში 5-6 მოსწავლე დამფუძნებელი მამების/დედების როლში
  • სიმულაციის პირობის გაცნობა - მოსწავლეები მიიღებენ ახლად შექმნილი წარმოსახვითი, დამოუკიდებელი ქვეყნის დეტალებს - გეოგრაფიული მდებარეობა, მოსახლეობა, ისტორია
  • დემო კონსტიტუციის შედგენა - მოსწავლეები აღნიშნული ქვეყნის კონსტიტუციას ქმნიან
  • პრეზენტაცია და დებატები - ჯგუფები მომზადებულ დემო კონსტიტუციებს წარადგენენ
  • გამარჯვებული გუნდის გამოვლენა - ჟიური გამოავლენს საუკეთესო დემო კონსტიტუციას და დაასახელებს გამარჯვებულ გუნდს

 

პროექტის გამარჯვებული გუნდის ყველა მონაწილე სპეციალურ პრიზებს მიიღებს, ჟიური ასევე გამოავლენს პროექტის საუკეთესო ორ მონაწილეს და მათაც დააჯილდოებს. პროექტზე რეგისტრირებულ ყველა მოსწავლეს საქართველოს უნივერსიტეტისგან სამახსოვრო საჩუქრები ელის.

პროექტში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია – შეირჩევა მხოლოდ 30 მონაწილე!

პროექტზე რეგისტრაციის ბმული:https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfpVqttVcbARIQxP-1oY0FzRbOSuHUKovjsCs54YyS267QvrA/viewform

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი