ანონსები
ა.წ. ივნისიდან იწყება ელექტრონული სამედიცინო სამეცნიერო ჟურნალის: “Сaucasus Journal of Health Sciences and Public Health” გამოცემა.
ჟურნალი ელექტრონული სახით გამოვა სემესტრულად, წელიწადში ორჯერ- ივნისში და დეკემბერში. ჟურნალში მასალების გამოქვეყნება იქნება უფასო.
ელექტრონულ ჟურნალში გამოქვეყნდება სამეცნიერო სტატიები და ლიტერატურილი მიმოხილვები. გამოქვეყნდება აკადემიური, სამეცნიერო პერსონალისა და დოქტორანტების ნაშრომები, ასევე მაღალი ხარისხით გამორჩეული სამაგისტრო ნაშრომები.
ჟურნალს ექნება დამატებები, რომლებშიც გამოქვეყნდება დოქტორანტების, მაგისტრანტებისა და ბაკალავრების სადისერტაციო კვლევებზე დაფუძვნებული სამეცნიერო სტატიები და ლიტერატურილი მიმოხილვები, ასევე სტუდენტური კონფერეციების თეზისები და საგანმანათლებლო-პოპულარული სტატიები.
ჟურნალში მასალები გამოქვეყნდება ინგლისურად, ხოლო დამატებაში ინგლისურად და ქართულად (სასწავლო პროგრამის ენის მიხედვით).
რედექციაში გამოსაქვეყნებელი მასალების ჩაბარების ბოლო ვადებია 16 მაისი და 1 ნოემბერი. სახელმძღვანელო იხ. #2 დანართში (Guidelines For Authors).
გამოსაქვეყნებელი მასალების ელექტრონული ვერსია New Microsoft Word Document-ის სახით შეგიძლიათ გადმოგზავნოთ ჟურნალის გამომცემლობის მენეჯერთან- ბ-ნ გურამ ჭეიშვილთან ელ. ფოსტის მისამართზე: ug@ug.edu.ge