ანონსები
წარმატების მიღწევის სურვილი ნებისმიერ ადამიანს აერთიანებს, შესაბამისად მუდმივად ვზრუნავთ თვითგანვითარებაზე და ჩვენი ცხოვრების უმეტეს ნაწილს წარმატებისკენ წინსვლას ვუთმობთ.
კარიერული განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ემოციური ინტელექტის განვითარება, სწორედ ამიტომ 7 დეკემბერს, საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლა ბათუმში მდებარე აჭარის რეგიონულ ოფისში გამართავს საჯარო ლექციას თემაზე- „ემოციური ინტელექტი და ემოციების მართვა“.
საჯარო ლექციის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
· რა არის წარმატებულობის ფორმულა? ;
· გონებრი ინტელექტი vs ემოციური ინტელექტი;
· ემოციური ინტელექტის ძირითადი კომპონენტები: თვითცნობიერება, საკუთარი ემოციების მართვა, სხვისი ემოციების ამოცნობა და ურთიერთობების მართვა;
· როგორ ავიმაღლოთ ემოციური ინტელექტი.
სპიკერი: საქართველოს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელი ნანა ბურდული
თარიღი: 07.12.18
დრო: 14:00