ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ანონსები

ფინალური კონფერენცია „Connecting Knowledge and Society: The Changing Role of Universities“

7 September 2026

 

29 სექტემბერს,  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+ საერთაშორისო პროექტის “თემთან ჩართულობის მდგრადი განვითარების შესაძლებლობების გაზრდა საქართველოსა და სიერა ლეონეს მაგალითზე “ (ENHANCE-GSL) ფინალური კონფერენცია გაიმართება. კონფერენცია, რომლის სახელწოდებაა „Connecting Knowledge and Society: The Changing Role of Universities“, დაეთმობა უმაღლეს განათლებაში თემთან ჩართულობასა და საზოგადოების საჭიროებების დაკმაყოფილების პროცესში უნივერსიტეტების ცვალებად როლს.

ღონისძიება მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, მიიღონ ინფორმაცია პროექტის პარტნიორების: საქართველოს, სიერა-ლეონეს, სლოვაკეთისა და ხორვატიის მიერ მიღებულ შედეგების და გამოცდილების შესახებ, და გაეცნონ თემთან ჩართულობის სახელმძღვანელოს (Manual on Community Engagement), რომელიც უნივერსიტეტებისთვის შექმნილ პრაქტიკულ გზამკვლევს წარმოადგენს. გარდა ამისა, კონფერენციის მომხსენებლები დამსწრე საზოგადოებას გააცნობენ ახალ პერსპექტივებს, პრაქტიკულ მაგალითებსა და ინოვაციურ იდეებს უნივერსიტეტებსა და საზოგადოებას შორის კავშირის გასაძლიერებლად. მონაწილეებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა, გაიფართოონ პროფესიული კავშირები და შექმნან ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობები საზოგადოებაზე ორიენტირებული სამომავლო ინიციატივებისთვის.

ღონისძიების დეტალები:

დრო: 29 სექტემბერი 2026, 09:00–16:00

ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი,  მ. კოსტავას ქ. 77ა, IV კორპუსი, ოთახი 519

სამუშაო ენა: ინგლისური

ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ უნივერსიტეტების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და თემებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

რეგისტრაცია შესაძლებელია 2026 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: Erasmus+ project ENHANCE-GSL final conference registration form

ღონისძიების დეტალური პროგრამა ხელმისაწვდომია ბმულზე: Final conference program ENHANCE-GSL.pdf

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი