ანონსები
3 ნოემბერს, საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებათა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ფარმაციის დეპარტამენტის ორგანიზებით დაგეგმილია ფარმაცევტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ახალი და ძველი სტუდენტები.
სტუდენტებისთვის გვექნება სიურპრიზი!
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ფარმაცევტული კომპანიების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი ირაკლი მარგველაშვილი და კომპანია პსპ-ს ტრენინგ-ცენტრის ხელმძრვანელი ეკა ფრუიძე.
სტუდენტების წინაშე მისასალმებელი სიტყვით წარსდგებიან პროფესორ-მასწავლებლები და მოწვეული სტუმრები.
ხელი მოეწერება თანამშრომლობის მემორანდუმს ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციასთან და კომპანია პსპ-სთან.
ღონისძიების ბოლოს გაიმართება ფურშეტი და გაიჭრება საზეიმო ტორტი.
ფარმაციის სტუდენტებს ყველას უკლებლივ, გელოდებით!
თარიღი: 03.11.2017
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, I კორპუსი, აუდიტორია #204
დრო: 17:00 სთ