ანონსები
28 მაისს, 18:00 საათზე საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა გამართავს ღია კარის დღეს ფარმაციის სამაგისტრო პროგრამით დაინტერესებული პირებისთვის.
ღია კარის დღეზე ასევე ჩატარდება სემინარი ჯანმრთელობის დაცვის სფეროს აქტუალური მიმართულების -კლინიკური ფარმაციის დანერგვისა და განვითარების საკითხების შესახებ.
სემინარზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
· კლინიკური ფარმაცევტის როლის განსაზღვრა და წარმოჩენა;
· კლინიკური ფარმაციის განვითარების აუცილებლობა ქვეყნის ჯანდაცვისა და
· პაციენტის ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესებისათვის;
· კლინიკებისა და ამბულატორიული დაწესებულებების მზაობა კლინიკური ფარმაციის განვითარებისთვის;
· სადაზღვევო კომპანიებში კლინიკური ფარმაცევტის დასაქმების აუცილებლობა.
სემინარზე დასწრება თავისუფალია.
თარიღი: 28.05.2019
დრო: 18:00სთ
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, I კორპუსი, N302 აუდიოტირა.