ანონსები
22 თებერვალს, საქართველოს უნივერსიტეტის აჭარაში მდებარე, ბათუმის რეგიონული ოფისი უმასპინძლებს პროექტის პრეზენტაციას- „ბულინგთან ბრძოლა და მისი პრევენციის გზები საჯარო სივრცეში“, რომელიც ადამიანის უფლებების კვლევით ცენტრთან და ინტელექტისა და განათლების საერთაშორისო სკოლა-აიესაისთან თანამშრომლობით ხორციელდება.
პროექტი შემეცნებითი ხასიათისაა და ითვალისწინებს მხოლოდ VIII-დან XII კლასის ჩათვლით მოსწავლეებში ცნობადობის ამაღლებას, სამოქალაქო განათლებისა და ფსიქოლოგიის საწყისებთან გაცნობას.
პროექტი საქართველოს უნივერსიტეტთან არსებული ადამიანის უფლებების კვლევითი ცენტრის (HRRC) მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში ხორციელდება, რომლის გამარჯვებულიც საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტი ქეთევან ხორავა გახდა.
ღონისძიებაზე დასასწრებად, გთხოვთ დარეგისტრირდით ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/1zObVIMrLTX-rqgVURp4IUcFcNurQZwa9Y0oeEjYD2JU/viewform?edit_requested=true
თარიღი: 22.02.2019
დრო: 14:00 საათი
ადგილი: ქ.ბათუმი, ჯავახიშვილის N5