ანონსები
8 ნოემბერს, ილია ჭავჭავაძის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრის საგანმანათლებლო პროექტის - „ახალგაზრდები მართლმსაჯულებისთვის“ფარგლებში, კინოჩვენებას უმასპინძლებს საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის Dean’s Club.
ღონისძიების ფარგლებში, ნაჩვენები იქნება სიდნი ლუმეტის 1957 წლის ფილმი, ყველა იურისტისა და სამოქალაქო აქტივისტის მიერ აუცილებლად სანახავი „12 განრისხებული მამაკაცი“. ჩვენი სტუმარი იქნება სამართალმცოდნე დიმიტრი ძაგნიძე. პროექტს წარადგენს და დისკუსიას გაუძღვება ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი, იურისტი და პუბლიცისტი ზაზა ბიბილაშვილი.
პროექტი ხორციელდება ჰოლანდიური ორგანიზაცია D66-ის და IDI-ს მხარდაჭერით.
კინოჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია და ფურშეტი.
დასწრება თავისუფალია.
თარიღი: 08.11.2019
დრო: 17:00 სთ
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტის მეოთხე სართული, სოციალური სივრცე, კოსტავას 77ა, IV კორპუსი