ანონსები
საქართველოს უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის და სკოლის მოსწავლეებისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, აცხადებს მორიგ ლიტერატურულ კონკურსს- "ფოლიოს".
უნივერსიტეტი აგრძელებს ტრადიციას და მხარს უჭერს ახალგაზრდებში კრეატიული წერითი უნარ-ჩვევების განვითარებას. ლიტერატურული კონკურსის მიზანი წერის კულტურის ამაღლებაა.
წელს, საქართველოს უნივერსიტეტმა მთავარ თემად აარჩია: “ნუ ოცნებობ, იმოქმედე!”
კონკურსის მონაწილეებმა უნდა გადმოაგზავნონ მხოლოდ პროზაული ნაწარმოები.
კონკურსის პირობები:
· კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებსა და სკოლის მე-11/მე-12 კლასის მოსწავლეებს;
· ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
· ტექსტიუნდა იყოს A4 ფორმატში, Sylfaen 11- იანი შრიფტით, სტრიქონებს შორის დაშორება 1,5 და ტექსტის მოცულობა 1-დან 3 გვერდამდე;
· თავფურცელზე უნდა იყოს მითითებული კონკურსანტის მონაცემები: სახელი, გვარი, ასაკი, ტელეფონის ნომერი, სკოლის ან უნივერსიტეტის დასახელება, კურსი/კლასი და ელექტრონული ფოსტა.
შეფასების კრიტერიუმები:
ა) ორიგინალურობა
ბ) შემოქმედებითობა
გ) ლაკონიურობა
ნამუშევრების ატვირთვა შესაძლებელია 15 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით ბმულზე: https://ug.edu.ge/public/testfolio
გამარჯვებულს გადაეცემა საქართველოს უნივერსიტეტის ლიტერატურული პრიზი „ფოლიო“ და ფულადი ჯილდო - 1000 ლარი.
ასევე, პრიზები გადაეცემათ მე-2 და მე-3 ადგილზე გასულ კონკურსანტებსაც.
კონკურსის თითოეული მონაწილე მიიღებს მონაწილეობის სერტიფიკატს.