ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ანონსები

ფოლიო 2022 " ჩემი თავგადასავალი"
2 May 2022

საქართველოს უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის და სკოლის მოსწავლეებისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, აცხადებს მორიგ ლიტერატურულ კონკურსს- "ფოლიოს".

უნივერსიტეტი აგრძელებს ტრადიციას და მხარს უჭერს ახალგაზრდებში კრეატიული წერითი უნარ-ჩვევების განვითარებას. ლიტერატურული კონკურსის მიზანი წერის კულტურის ამაღლებაა.

წელს, საქართველოს უნივერსიტეტმა მთავარ თემად აარჩია: "ჩემი თავგადასავალი" 

კონკურსის მონაწილეებმა უნდა გადმოაგზავნონ მხოლოდ პროზაული ნაწარმოები.

კონკურსის პირობები:

· კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებსა და სკოლის მე-11/მე-12 კლასის მოსწავლეებს;

· ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე;

· ტექსტიუნდა იყოს A4 ფორმატში, Sylfaen 11- იანი შრიფტით, სტრიქონებს შორის დაშორება 1,5 და ტექსტის მოცულობა 1-დან 3 გვერდამდე;

· თავფურცელზე უნდა იყოს მითითებული კონკურსანტის მონაცემები: სახელი, გვარი, ასაკი, ტელეფონის ნომერი, სკოლის ან უნივერსიტეტის დასახელება, კურსი/კლასი და ელექტრონული ფოსტა.

შეფასების კრიტერიუმები:

ა) ორიგინალურობა

ბ) შემოქმედებითობა

გ) ლაკონიურობა

 

ნამუშევრების ატვირთვა შესაძლებელია 2 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით ბმულზე: https://ug.edu.ge/public/folio

გამარჯვებულს გადაეცემა საქართველოს უნივერსიტეტის ლიტერატურული პრიზი „ფოლიო“ და ფულადი ჯილდო.  პირველ ადგილზე გასული მონაწილე მიიღებს 1000 ლარს 

ასევე, პრიზები გადაეცემათ მე-2 და მე-3 ადგილზე გასულ კონკურსანტებსაც.

კონკურსის თითოეული მონაწილე მიიღებს მონაწილეობის სერტიფიკატს.

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი