ანონსები
საქართველოს უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის და სკოლის მოსწავლეებისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, აცხადებს მორიგ ლიტერატურულ კონკურსს "ფოლიო 2023".
უნივერსიტეტი აგრძელებს ტრადიციას და მხარს უჭერს ახალგაზრდებში კრეატიული წერითი უნარ-ჩვევების განვითარებას. ლიტერატურული კონკურსის მიზანი წერის კულტურის ამაღლებაა.
წელს, საქართველოს უნივერსიტეტმა მთავარ თემად აარჩია: "თავისუფლება ისე არ მოდის"
კონკურსის მონაწილეებმა უნდა გადმოაგზავნონ პროზაული ნაწარმოები.
კონკურსის პირობები:
· კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტებს და სკოლის მე-11/მე-12 კლასის მოსწავლეებს;
· ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
· ტექსტი უნდა იყოს A4 ფორმატში, Sylfaen 11- იანი შრიფტით, სტრიქონებს შორის დაშორება 1,5 და ტექსტის მოცულობა 1-დან 3 გვერდამდე;
· თავფურცელზე უნდა იყოს მითითებული კონკურსანტის მონაცემები: სახელი, გვარი, ასაკი, ტელეფონის ნომერი, სკოლის ან უნივერსიტეტის დასახელება, კურსი/კლასი და ელექტრონული ფოსტა.
შეფასების კრიტერიუმები:
ა) ორიგინალურობა
ბ) შემოქმედებითობა
გ) ლაკონიურობა
ნამუშევრების ატვირთვა შესაძლებელია 2023 წლის 29 აპრილიდან 10 მაისის ჩათვლით ბმულზე: https://ug.edu.ge/public/folio
გამარჯვებულს გადაეცემა ფულადი ჯილდო.
პირველ ადგილზე გასული მონაწილე მიიღებს: 1500 ლარს
მეორე ადგილზე გასული მონაწილე მიიღებს: 1000 ლარს
მესამე ადგილზე გასული მონაწილე მიიღებს: 500 ლარს
კონკურსის მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები