ანონსები
21 ივნისს, საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლაში გაიმართება სტუდენტთა მეოთხე კონფერენცია „მედეა“, რომელიც მიეძღვნება კოლხურ-იბერიულ მედიცინას - “Cura Mediana-ს”.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ ჯანმრთელობის მეცნიერების სკოლის საბაკალავრო, სამაგისტრო, ერთსაფეხურიანი და სადოქტორო პროგრამის წარმატებული სტუდენტები. მათ მიერ, პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, გლობალურ და ეროვნულ ჭრილში, წარმოდგენილი იქნება თანამედროვე ჯანდაცვის თითქმის ყველა სფეროს აქტუალური საკითხები.
პლენარული სესია მიეძღვნება კოლხურ-იბერიულ მედიცინას, ანუ Cura Mediana-ს. მოხსენებას წარმოადგენს პროფესორი- რამაზ შენგელია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინისა და ბიოეთიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისაკადემიკოსი.
პლენარული სესიის შემდეგ ჩატარდება დოქტორანტების, სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამების სტუდენტების, ერთსაფეხურიანი პროგრამების (სტომატოლოგია, მედიცინა) სტუდენტების დამოუკიდებელი პარალელური სესიები.
კონფერენციის მასალები იხილეთ ვებ გვერდზე: www.caucasushealth.ge
თარიღი: 21.06.2019
დრო: 11:00 სთ
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, I კორპუსი, აუდიტორია #204