ანონსები
11 სექტემბერს, სამართლის სკოლა პარიზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის მედიაციის კონკურსისთვის საქართველოს უნივერსიტეტის გუნდის დასაკომპლექტებლად შესარჩევ კონკურს გამართავს.
საქართველოს უნივერსიტეტი შერჩეულ კანდიდატებს პარიზში მგზავრობის, ცხოვრების და ტრენინგის ხარჯებს სრულად დაუფინანსებს. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ სამართლის სკოლის მოქმედ სტუდენტებს, რომლებიც კარგად ფლობენ ინგლისურ ენას.
შეგახსენებთ, რომ 5 სექტემბერს, საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ გაიარა საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო მე-15 კომერციული მედიაციის (ICC International Commercial Mediation 15th Competition, Paris) შესარჩევი ეტაპი და მოხვდა მსოფლიოს საუკეთესო მონაწილე გუნდებს შორის.
დამატებითი კითხვისთვის გთხოვთ, მოიწეროთ შემდეგ მეილზე: ugls@ug.edu.ge
თარიღი: 11.09.2019
დრო: 11:00 სთ
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტის, IV კორპუსი, 407 აუდიტორია