ანონსები
ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული
2023 წლის 2-11 დეკემბერს იმართება ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული, რომელშიც საქართველოს ჩვიდმეტი უნივერსიტეტი მიიღებს მონაწილეობას. 11 დეკემბერს, კვირეულის დახურვის ღონისძიებას უმასპინძლებს საქართველოს უნივერსიტეტი.
სამართლის სკოლის ადამიანის უფლებების ცენტრის ორგანიზებით, აუდიო-ვიზუალურ მუზეუმ “ჰოლოზეუმში” გაიმართება ციფრული გამოფენა “უფლებების რესპუბლიკა: 1918-1921” და საჯარო დისკუსია საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროს ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის მდგომარეობაზე, სტანდარტებსა და პრაქტიკაზე.
დეტალური ინფრომაციისთვის, გთხოვთ გაეცნოთ კვირეულის დოკუმენტს: