ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ანონსები

ICICS 2026

28 January 2026

 

საქართველოს უნივერსიტეტი აცხადებს თეზისების მიღებას ინფორმატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების საერთაშორისო კონფერენციისთვის - ICICS 2026

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები, ღონისძიება გააერთიანებს წამყვან მკვლევარებს, აკადემიკოსებსა და ინდუსტრიის ექსპერტებს. ტექნოლოგიებით დაინტერესებულ პირებს უნიკალური შესაძლებლობა აქვთ წარმოადგინონ საკუთარი სამეცნიერო ხედვები შემდეგი მიმართულებებით:

  • მანქანური სწავლება და კოგნიტური მოდელირება;
  • ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები;
  • კიბერუსაფრთხოება და კონფიდენციალურობა;
  • გამოთვლითი მათემატიკა და მოდელირება;
  • ლოგიკა და კომბინატორული მეთოდები;
  • ადაპტური და რეკონფიგურირებადი სისტემები;
  • სანდოობა, რისკის ანალიზი და ხარვეზებისადმი მდგრადი დიზაინი;
  • ბლოკჩეინის და Ledger ტექნოლოგიები;
  • ბიოინფორმატიკა და გამოთვლითი ბიოლოგია.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართება სპეციალური სიმპოზიუმი დოქტორანტებისთვის, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ წარმოადგინონ და განიხილონ საკუთარი კვლევები. ICICS 2026 წარმოადგენს საერთაშორისო ფორუმს იდეების გაცვლისთვის, აკადემიური თანამშრომლობის ხელშეწყობისა და ცოდნის განვითარებისთვის ციფრული ტრანსფორმაციის, ხელოვნური ინტელექტისა და გამოთვლითი მეცნიერებების ახალ სფეროებში.

კონფერენციაზე რეგისტრაციის ველი, თეზისის შაბლონი და დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://icics.ug.edu.ge/

კონფერენციის სამუშაო ენა - ინგლისური

მონაწილეებს თეზისების გაგზავნა შეუძლიათ 20 თებერვლის ჩათვლით. 

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი